სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერი კონფიგურაციით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რითაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ხდება შესაძლებელი – სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა ნებისმიერი კონფიგურაციითა და შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ამ ტიპის საუბრებითა და მუშაობით შესაძლებელი ხდება, მათ შორის საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

„აშშ ჩვენი პარტნიორია, შესაბამისად, ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა, ნებისმიერი კონფიგურაციით და შინაარსით არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ტიპის კომუნიკაციებით, საუბრებითა და მუშაობით შესაძლებელი ხდება, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება. ურთიერთობის გაღრმავება კი რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მათ შორის საქართველოს საჭიროებებზე ჰქონდეს ერთგავაროვანი ხედვა და ეს ითარგმნებოდეს კონკრეტული პრობლემების სწრაფად გადაჭრასა და სახელმწიფოს კონკრეტულ პროგრესში. ამ რეზულტატებზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია და სწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ნებისმიერ საკითხთან მიმართებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინტერესდებიან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მოსაზრებებით. ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია. უბრალოდ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტად მერკანტილური ხაზის გატარების მცდელობა გვინახავს, ვიდრე ქვეყნის გულშემატკივრობის დემონსტრირება. ასეთთა შორის შეგვიძლია, ვთქვათ არაერთი ომის პარტიელის მცდელობები ვიზალიბერალიზაციის დროს. ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ რასაკვირველია, როდესაც იგივე კონგრესმენებთან ან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ გულშემატკივართან მათ კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაღალი რისკებია იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან კლავ ექნება ადგილი დესტრუქციულ ქმედებებს, ქვეყნის არაგულშემატკივრულ დამოკიდებულებებს. თუმცა აბსოლუტურად რელევანტურია აღქმა, დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისა, როგორც ეს მოხდა ვიზალიბერალიზაციის დროს და მათი მცდელობები უბრალო მცდელობები აღმოჩნდა. რეალურად. ქვეყნისთვის ვერავითარ დამაზიანებელ რეზულტატზე გასვლა ვერ შეძლეს. ახლაც ასე იქნება. იგივე ეხება უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს, იგივე ეხება სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის – ვადიმ სკიბიცკი
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან