ესტონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და ვლადიმერ პუტინის ქმედებებს

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტიან იაანიმ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არ შეუშვებენ რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ესტონურ მედიასაშუალება ავრცელებს.

„მთავრობის აღნიშნული დირექტივა არის ზოგადი გზავნილი ღონისძიებებისა და კონცერტების ყველა ორგანიზატორისთვის, რათა მათ ესტონეთში არ დაგეგმონ კონცერტები იმ რუსი შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს. თუ ღონისძიების ორგანიზატორს ესტონეთში არასასურველი შემსრულებლის მოწვევა სურს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე მის შემოსვლას აკრძალავს“, – განაცხადა იაანიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ „ესტონეთის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას გაიგებს და მას გაითვალისწინებს“.

banner
წინა სტატიაშითუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს – მაკრონი
შემდეგი სტატიარუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის – ვადიმ სკიბიცკი