რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობაზე საუბარი ნაადრევია – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობაზე.

როგორც ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოფიციალური მოსკოვის სურვილია არსებული კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას.

„მოსკოვის სურვილია კიევის მთავრობასთან მოლაპარაკების გზით არსებული კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაიჭრას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადების შემდეგ, ანტონიო გუტერეშმა განცხადება გააკეთა და მკაფიოდ აღნიშნა, „ერთი რამ აშკარაა და სხვა არგუმენტებით ეს არ შეიცვლება, უკრაინული ჯარები არ არიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსული ჯარები არიან უკრაინის ტერიტორიაზე“.

გუტერეშის საპასუხოდ, ლავროვმა თქვა, რომ ეს სიმართლეა და ამას ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა – პუტინის ყოფილმა მეგობარმა მის ჯანმრთელობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე, მისი ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – საძაგლიშვილი