ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა – პუტინის ყოფილმა მეგობარმა მის ჯანმრთელობაზე ისაუბრა

ვლადიმირ პუტინის მილიარდერმა, ყოფილმა მეგობარმა სერგეი პუგაჩოვამ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უკრაინელ ჟურნალისტთან, ალესია ბატსმანთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ჯანმრთელად არის, თუმცა, როგორც მახსოვს, იქ ყოფნისას ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. ამის გარდა, სხვა მსგავსი რამ ნამდვილად არ მახსოვს. იგი ამ ერთი თვის განმავლობაში ცუდად დადიოდა, შემდეგ დაწვა და წლების განმავლობაში სპეციალურ კორსეტს იყენებდა“, – აღნიშნა პუტინის ყოფილმა მეგობარმა.

მან ასევე დასძინა, რომ რაიმე სხვა ონკოლოგიური დაავადების არსებობის შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობია.

„ფიზიკურადაც, მე მასთან ერთად ორთქლის აბაზანა მაქვს მიღებული, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს“, – თქვა სერგეი პუგაჩოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მსოფლიოს კვლავ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს – ენერგოატომი
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობაზე საუბარი ნაადრევია – სერგეი ლავროვი