სააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე, მისი ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს – საძაგლიშვილი

ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

ადვოკატი მიხეილ სააკაშვილს პუტინის ტყვედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

„სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით, მოუსპო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს და ახლა სათანადო სამედიცინო სერვისების არ მიწოდებით აგრძელებს მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და სამწუხაროა, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პოლიტიკური ტყვე, იმყოფება პუტინის დავალება, ეს ტყვეობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობაზე საუბარი ნაადრევია – სერგეი ლავროვი
შემდეგი სტატიაუკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია – ლავროვი