რუსებმა სირიაში შარიათის სასამართლო გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 31 მარტს დაჯგუფება “ჰაიატ ტახრირ აშ-შამის” პოზიციები დამომბეს სირია-თურქეთის საზღვართან – Al-Masdar News-ზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. ავიადარტყმების ქვეშ მოყვა, ასევე შარიათის სასამართლო ქალაქ ალ-დანაში, რომელიც პროვინცია იდლიბში მდებარეობს. გამოცემის ინფორმაციით, სულ 30 ავიადარტყმა განხორციელდა.

გუშინ გავრცელდა, რომ სირიაში, ავიაბაზა ხმეიმიმში რუსეთის სამი ახალი თვითმფრინავი დაფრინდა. საუბარია ავიამზიდ Ту-154М-სა და ორ გამანადგურებელ-ბომბდამშენ Су-34-ზე. ამდაგვარად, რუსული თვითმფრინავების რაოდენობა ხმეიმიში 8 გახდა. ჯერჯერობით, უცნობია გამანადგურებლები ბაზაში დარჩებიან თუ დროებით არიან.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ატომურ გამოცდას აგრძელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა