შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ. ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1359652160803446/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშირუსებმა სირიაში შარიათის სასამართლო გაანადგურეს
შემდეგი სტატიარა ქონებას ფლობს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი