რუს ოპოზიციონერ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. ინფორმაციას მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.

“ვლადიმირ კარა-მურზა ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ, საჯაროდ გავრცელებას გულისხმობს.” – თქვა ადვოკატმა.

ამასთან ერთად, სსკ-ის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას სამიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდების საფუძველზე, კარა-მურზას 11 აპრილს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს – 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

banner
წინა სტატიაშითუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს – ბერბოკი
შემდეგი სტატიაუკრაინაში წარუმატებლობის გამო რუსეთის ჯარსა და სპეცსამსახურებში წმენდა და რეპრესიები დაიწყო