თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს – ბერბოკი

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა.

„უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე უარის თქმის შესახებ. არსებობს გეგმა, რომ არაუგვიანეს წლის ბოლომდე ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსული ნავთობის მოხმარების ეტაპობრივი უარი უნდა ითქვას. შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა გაზზე უარის თქმა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ყველა წევრთან მჭიდრო კოორდინაციით. ვიცი, რომ ეს ხვალ არ მოხდება, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ეს არ არის ერთ თვეში გასავლელი გზა. თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს“, – განაცხადა ბურბოკმა.

მან ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ევროკავშირის 27-ვე წევრი აწესებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინისა და შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუს ოპოზიციონერ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან