უკრაინაში წარუმატებლობის გამო რუსეთის ჯარსა და სპეცსამსახურებში წმენდა და რეპრესიები დაიწყო

უკრაინაში წარუმატებლობის გამო დაიწყო წმენდა და რეპრესიები რუსეთის ჯარსა და სპეცსამსახურებში. ბევრმა სამხედრო მეთაურმა თანამდებობები დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, საკადრო წმენდა, ასევე, შეეხო შავ ზღვაში კრეისერ „მასკვაზე“ პასუხისმგებელ პირებსაც.

სკიბიცკიმ დააზუსტა, რომ შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ი. ოსიპოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შტაბის უფროსის – შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პირველი მოადგილის, ვიცე-ადმირალ ს.პინჩუკის მიმართ.

საომარი მოქმედებების ჩასატარებლად არადამაკმაყოფილებელი მომზადების და პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგების გამო, მე-6 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვ.ერშოვი, დასავლეთ სამხედრო ოლქის 1-ლი სატანკო არმიის, გენერალ-ლეიტენანტი ს.კისელი და მეთაურის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, დაკისრებული ამოცანების არადამაკმაყოფილებელი შესრულების გამო თანამდებობიდან გადააყენეს სამხრეთ სამხედრო ოლქის 22-ე არმიის კორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ა.მარზოევი.

ასევე, ლოგისტიკის არადამაკმაყოფილებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, 103-ე ცალკეული ლოგისტიკური ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი თანამდებობიდან მოხსნეს.

banner
წინა სტატიაშირუს ოპოზიციონერ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ხარკოვში საწყობი დაბომბეს – არის მსხვერპლი