რომში მოპარული უძველესი სტატუეტი ბრიუსელის მაღაზიაში იპოვეს

რომაული სტატუეტი, რომელიც ჩვენი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნით არის დათარიღებული, ბელგიაში იპოვეს მისი გატაცებიდან 10 წლის შემდეგ. ის იტალიიდან, არქეოლოგიური გათხრებიდან მოიპარეს. ორი იტალიელი ოფიცერი სტატუეტს ბრიუსელის ანტიკვარიატის მაღაზიაში წააწყდა. სკულპტურა 100 ათას ევროდ არის შეფასებული.

ორი იტალიელი ოფიცერი, რომლებიც კარაბინიერების სამხედრო პოლიციაში სიძველეებზე მუშაობენ, სხვა საქმის გამოძიების ფარგლებში ბელგიის დედაქალაქში იმყოფებოდა. სამსახურის შემდეგ მათ საღამოს საბონის რაიონში გაისეირნეს – ეს რაიონი ცნობილია თავისი ანტიკვარული მაღაზიებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სტატუეტი 2011 წელს რომის მახლობლად გათხრებიდან მოიპარეს. ბელგიამ ის იტალიას დაუბრუნა. რომის პროკურატურამ საქმე იტალიელი მოვაჭრის წინააღმდეგ აღძრა, რომელიც ესპანურ ფსევდონიმს იყენებს რომ მოპარული ნივთები გაყიდოს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაყველაზე დიდი თაღლითობისთვის გასამართლებული ფინანსისტი ციხეში გარდაიცვალა