ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე განცხადება გააკეთა

ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანა მაისში დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 14 აპრილს თეთრ სახლში განაცხადა.

ამდაგვარად, ამერიკელი სამხედროები ავღანეთში რამდენიმე თვით მეტ ხანს დარჩებიან, ვიდრე ამას ითვალისწინებდა 2020 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თალიბებთან დადებული ხელშეკრულება. შესაგებებელ ნაბიჯად თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე დათანხმდა, რომელიც სექტემბრიდან კატარში მიმდინარეობს, თუმცა, არც თუ ისე წარმატებულად. გარდა ამისა, თალიბებმა პირობა დადეს, რომ ავღანეთი საერთაშოსირო ტერორიზმის ბაზა არ გახდება. შეთანხმება კონფლიქტის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ის წლიწად ნახევარი გაგრძელდა – “დოიჩე ველე” წერს.

აშშ-სთან ერთად ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთეს ბრიტანელებმა და გერმანელებმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – ვფიქრობ, რუსეთის მიზანია, საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი
შემდეგი სტატიარომში მოპარული უძველესი სტატუეტი ბრიუსელის მაღაზიაში იპოვეს