ყველაზე დიდი თაღლითობისთვის გასამართლებული ფინანსისტი ციხეში გარდაიცვალა

ბერნი მედოფი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი ფინანსური პირამიდა შექმნა, ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის მანამდე ციხიდან განთავისუფლებას ითხოვდა. წარსულში გავლენიანი ფინანსისტი აშშ-ს ციხეში 150 წლიან სასჯელს იხდიდა – “დოიჩე ველე” წერს.

82 წლის ფინანსისტმა შარშან The Washington Post-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასიკვდილოდ არის ავად. კორონავირუსის პანდემიისას მან ვადამდელ განთავისუფებაზე დაწერა თხოვნა, რომელიც არ დაუკმაყოფილეს.
2009 წელს საფონდო ბირჟის Nasdaq თავმჯდომარე მედოფი სასამართლომ რამდენიმე მუხლით ცნო დამნაშავედ, მათ შორის იყო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებები. მის მიერ შექმნილმა უმსხილესმა ფინანსურმა პირამიდამ ათობით წელი იარსება და 65 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. თაღლითობის შესახებ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გახდა ცნობილი, როცა ერთ-ერთმა ინვესტორმა მას 7 მილიარდი დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. თაღლითობის მსხვერპლი გახდა 3 მილიონი ადამიანი, მათ შორის იყვნენ რეჟისორი სტივენ სპილბერგი, მთელი რიგი ცნობილი მსახიობები და ბიზნესმენები.

banner
წინა სტატიაშირომში მოპარული უძველესი სტატუეტი ბრიუსელის მაღაზიაში იპოვეს
შემდეგი სტატიაკობახიძე გახარიას გუნდზე – სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა