რომის მეტროში ესკალატორი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

რომში, მეტროსადგურ “რეპუბლიკაში” ესკალატორი ჩამოიშალა. 30-მდე ადამიანი დაშავდა. გამოცემა La Repubblica წერს, რომ ხუთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ერთმა მათგანმა კი ფეხი დაკარგა. დაშავებულთა შორის არიან ფეხბურთის რუსი გულშემატკივრები, რომლებიც მატჩზე დასასწრებად მიდიოდნენ. როგორც იტალიური მედია ავრცელებს, ისინი ესკალატორზე ხტუნაობდნენ და მღეროდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ესკალატორი, რომელზეც ბევრი მგზავრია, დიდი სისწრაფით ეშვება და ხალხი ერთმანეთზე ვარდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიდიდი შანსი გვაქვს, პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ღიად დაემუქრა რუსთავი 2-ს, რომ იქ “შევა და განსხვავებულ აზრს შეიტანს”