ივანიშვილი ღიად დაემუქრა რუსთავი 2-ს, რომ იქ “შევა და განსხვავებულ აზრს შეიტანს”

მოკლედ არაფორმალურმა მმართველმა, მიუხედავად ახირებული, უტიფარი ტყუილებისა, თავისდაუნებურად აღიარა, რომ:

1. ბიზნესმენები დადიან მასთან, და ის მათ “ეხმარება” – ანუ საქმეებს ურჩევს.
2. ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯოო, ამით აღიარა რომ შეუძლია ვინც უნდა დასაჯოს და ვინც უნდა არა. ფარცხალაძე მის თვალში უდანაშაულოა.
3. თვლის რომ “თანამდებობაზეა” და უფლება აქვს განკარგოს სახელმწიფო საქმეები როგორც პარტიის თავმჯდომარემ, რაც არანაირი ოფიციალური, სახელმწიფოებრივი თანამდებობა არაა.
4. დაიქადნა, რომ “რუსთავი 2” რომ გამოთიშო, ქვეყანაში გამოჩნდება წინსვლა და აღმავლობა.
5. სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ დაბომბა ცხინვალი და ჩაიდინა სახელმწიფო ღალატი 2008 წლის რუსული აგრესიისა.
6. ხორავას საქმეში სახელმწიფო არავის აფარებს ხელსო.
7. მარიხუანის ხვნა-თესვა ჩემი იდეააო და ამაზე ისევ ვიმჯელებთო.
8. სახელმწიფო მიტაცებაზე კი ორჯერ გააწყვეტინა ჟურნალისტს და პასუხი არ გასცა – არადა ესაა უმთავრესი კითხვა.
9. ღიად დაემუქრა რუსთავი 2-ს, რომ იქ “შევა და განსხვავებულ აზრს შეიტანს”.

მოკლედ, ტვინმოღუნული ოლიგარქი ქვეყნისთვის რეალური საფრთხეა და ის უტიფრობასთან ერთად არაადექვატურობის სერიოზულ ხარისხს ასხივებს.

28 ოქტომბერი მისი ტირანიისგან გათავისუფლების დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ-წერს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშირომის მეტროში ესკალატორი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიამარიხუანს თემაზე გაგრძელდება მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან