რომის კოლიზეუმს რესტავრაციას გაუკეთებენ

რომის კოლიზეუმს რესტავრაციას გაუკეთებენ და მას ხის იატაკს დაუბრუნებენ, ზუსტად ისეთს, როგორზეც 2000 წლის წინ გლადიატორები იბრძოდნენ. რემონტი 18,5 მილიონი ევრო დაჯდება და 2023 წლისთვის დასრულდება. პროექტს კონკურსში გამარჯვებული კომპანია Milan Ingegneria განახორციელებს – “ბიბისი” წერს.

კოლიზეუმის იატაკი მე-19 საუკუნეში მოხსნეს, მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა მიწისქვეშა გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს, სადაც არენაზე გასვლამდე გლადიატორები ყავდათ გამომწყვდეული.
კოლიზეუმი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. გლადიატორების შეჯიბრებას, ან სხვა სანახაობებს აქ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას აპირებს
შემდეგი სტატიადარქნეტში პედოფილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებ-გვერდი დაბლოკეს