ევროკავშირი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას აპირებს

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს გაერთიანებაში შესასვლელი შეზღუდების ნაწილობრივი მოხსნა შესთავაზა. პირველ ყოვლისა, საუბარია ტურიზმზე, რადგანაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. “კომისიის აზრია ევროკავშირში არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე ქვეყნებიდან პირების მიღება, არამედ იმათიც, რომელთაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის რეკომენდებული დოზა, რომელიც ევროკავშირშია დაშვებული” – ევროპის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

გაერთიანებაში შესაძლებელი იქნება შესვლა, თუკი ევროკავშირის მიერ დაშვებული ვაქცინა მინიმუმ 14 დღით ადრე მაინც არის გაკეთებული. ბავშვებს, საკუთარ ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად უნდა შეეძლოთ მოგზაურობა იმ შემთხვევაში, თუკი მათ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე კოვიდ-19-ზე გაკეთებული ექნებათ ტესტი და მისი პასუხი უარყოფითი იქნება.
ახლა ევროკავშირმა ევროკომისიის წინადადება უნდა განიხილოს. ევროკომისიას საზღვრების კვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. გაერთიანების წევრი ქვეყნები წესებს დამოუკიდებლად ადგენენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერად არ აირჩია
შემდეგი სტატიარომის კოლიზეუმს რესტავრაციას გაუკეთებენ