რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს

ამერიკის კინოაკადემიის ხელმძღვანელობამ კენჭი უყარა რეჟისორ რომან პოლანსკისთვის აკადემიის წევრობის სტატუსის ჩამორთმევას – Associated Press-ი წერს. ასევე, კინოაკადემიამ გარიცხა ბილ კოსბი. მიზეზი მათი სისხლის სამართლებრივი დევნაა, რომელიც სექსუალურ დანაშაულს ეხება.
რომან პოლანსკი 1977 წელს არასრულწლოვანი მოდელის სამანტა გეიმერის გაუპატიურებაშია ბრალდებული. რეჟისორმა ბრალი აღიარა, თუმცა აშშ-დან გაიქცა, როცა გაიგო, რომ სასამართლო მას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა.

banner
წინა სტატიაშიგენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაპენტაგონის თქმით, ჩინელები ლაზერით ამერიკელი სამხედროების დაბრმავებას შეეცადნენ