პენტაგონის თქმით, ჩინელები ლაზერით ამერიკელი სამხედროების დაბრმავებას შეეცადნენ

პენტაგონში განაცხადეს, რომ ჩინელმა სამხედროებმა აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ბაზა ჯიბუტიში ლაზერი გამოიყენეს მათი დაბრმავების მიზნით – The Wall Street Journal-ი ავრცელებს. “მსგავსი ინციდენტები გასაკვირი არ არის, რადგანაც ისინი ისეთ მოქმედებებს შეიცავენ, რომელიც დაკავშირებული არ არის ომთან, მაგრამ მიუთითებენ უხეშ დაუდევრობებზე, ასევე ფრენების საერთაშორისო ნორმების დარღვევასა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე” – ტრეის მიკსმა განაცხადა, რომელიც აშშ-ს არმიის წყნარი ოკეანის სარდლობის პოლკოვნიკია.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშირომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს
შემდეგი სტატიაელონ მასკს კითხვაზე პასუხი 300 მილიონი დაუჯდა