გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა კრიპტოვალუტაში თანხა ​მოითხოვეს
შემდეგი სტატიარომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს