რომან გოცირიძე: წვერ-ულვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა

gociridze„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას ეხმაურება, რომელზეც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. გეგმის თანახმად 2020 წლისთვის 1000 კმ-მდე საავტომობილო გზა უნდა აშენდეს.

„არნახული ტყუილი საარჩევნო კამპანიების ისტორიაში! ახალმა ოცნებამ ძველ ოცნებას გადაასწრო! მათივე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში წელიწადში საშუალოდ გაჰყავდათ 28 კილომეტრის სიგრძის გზა ავტობანზე. მომავალ ოთხ წელიწადში აპირებენ 800-1000 კილომეტრი გზის გაყვანას, საიდანაც 550 კილომეტრი იქნება თანამედროვე ტიპის ავტომაგისტრალი. აქედან ერთ-ერთი იქნება მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, “ევროპაში ყველაზე რთული”, ანუ მთებში: 53 კილომეტრის ავტობანი 40 გვირაბით და 90 ხიდით, ანუ ყოველ კილომეტრზე ერთი გვირაბი და ორი ხიდი. ვინმეს სჯერა, რომ ამის გაკეთება ამ ვადებში შესაძლებელია? ან ამათ შესწევთ ამის უნარი, მაშინ როცა სწორ ტრასაზე, ფაქტობრივად არსებული მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების გეგმას ორი წლით ჩამორჩნენ და გამოყოფილი თანხებიც კი ვერ აუთვისებიათ? თანაც ამ საქმის უფროსი რომ შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მოხელე ნოდარ ჯავახიშვილია ( ინფრასტრუქტურულ კორუფციებზე საუბრის დროც მოვა)?!

წვერ-ულვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა.

ისე, რაღაც დაეჩვია ბრიფინგებზე ჩემი სახელის უდიერად მოხსენიებას. ჰგონია, რომ ამით გზების მშენებლობის ტემპი იმატებს. არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ ბატონ ნოდარს არ ჩააბეტონებენ ავტობანზე, როგორც ზურაბს სურამის ციხეში. პოლიტიკურ ჩაცემენტებას ვგულისხმობ, თორემ ისე რას ვერჩი, წავიდეს და მიხედოს თავის სირაქლემების ფერმას ( ეროვნული ბანკიდან მოტეხილი ფულით რომ აიშენა თავის დროზე)“-წერს გოცირიძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშირა ფარული კავშირი არსებობს „ნაციონალებსა“ და თურქეთის ნეოოსმალურ ძალებს შორის
შემდეგი სტატიასამეგრელოში ლევან ქარდავას ბანერი და ბურჭულაძის პარტიის დროშა მოიპარეს