რა ფარული კავშირი არსებობს „ნაციონალებსა“ და თურქეთის ნეოოსმალურ ძალებს შორის

14383318_1199730043383828_206473304_nუფლებადამცველი მერაბ ბლადაძე „თაიმერს“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის

 

უფლებამდაცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ე.წ. ციხის კდრების დროს გაიცნო და რომელიც წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით იბრძვის, „თაიმერთან“ საუბრის დროს სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ანუ ბლადაძე, პირად წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ თურქეთის ნეოოსმალური ძალები აფინანსებენ. მისივე განმართებით, ნეოოსმალური ძალების მთავარი მიზანი ოსმალეთის იმპერიის აღდგენა.

მერაბ ბლადაძე: – მე, როგორც უფლებადამცველი, თანამოაზრეებთან ერთად , სასტიკი წინააღმდეგი ვარ საქართველოში თურქული ფულის რელიგიური კუთხით ინვესტრების. ასევე, წინააღდეგი ვარ თურქული ფულით მეჩეთის აშენების, მედრესეების გახსნისა თუ მინარეთების დადგმის… სხვათა შორის, დავით თარხან-მოურავის ინიციატივით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ამ თემაზე გამოკითვაც ჩაატარა და 60 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რომ ბათუმში თურქეთის დაფინანსებით მეჩეთი არ აშენდეს.

ამის გამო, რა თქმა უნდა, ბევრი მტერი შევიძინეთ. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რესპუბლიკური პარტია“ პირდაპირ გვადანაშაულებენ , რომ ჩვენ თითქოს მუსლიმანები გვძულს და მეჩეთების აშენების წინააღმდეგნი ვართ.

– თქვენი საუბრიდან სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება…

–  ჩვენ არც მუსლიმანები გვძულს და არც – მუსლიმანური საკულტო ნაგებობები! ან როგორ უნდა გვძულდეს, როც პირადად მე, მუსლიმანი ბებიების გაზრდილი ვარ და   ყოველ საღამოს „ბისმილას ლოცვით“ ვიძინებდი.

ჩემი და ჩემი თანამოაზრეები პოზიცია მარტივია: საქარელოში უნდა აშენდეს მეჩეთი, დაიდგას მინარეთი, გაიხსნას მედრესეები, მაგრამ მედრესეებში საგნები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით უნდა ისწავლებოდეს. ამასთან, ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფულით უნდა მოხდეს!

სხვათა შორის, საქართველოში „საქართველოს სამუფთო სამმართველო“ ფუნქციონირებს და ყველა საკულტო ნაგებობის აღმშენებელიც სწორედ ის უნდა იყოს და არა – თურქეთი, სპარსეთი თუ არაბეთი. თუ რომელიმე უცხოელ მუსლიმანს სურს, ქართველ მუსლიმანებს დაეხმაროს, კეთილი, ინებოს და მეჩეთი თვითონ კი არ ააშენოს, არამედ, ეს ფული „სამუფთოს“ანგარიშზე გადარიცხოს! გეკითხებით, რა არის ამაში ანტიმუსლიმანური, ან „მუსლიმანებისადმი სიძულვის“ სად ხედავთ? ასეთ დამოკიდებულებას საქართველოს მოძულეთა გარდა ვერავინ დაინახავს იმიტომ, რომ სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა – საარჩევნო ხმების ცილისწამებით შეგროვება!

ისე, ინდივიდუალურ საუბარში, გამონაკლისების გარდა, ყველა მუსლიმანი მეთანხმება, რომ მართალს ვამბობ, მაგრამ როგორც გავარკვიე, „შიდა სამზარეულოში“, როგორც იტყვიან, სამკვდრო-საციცოცხლო დაპირისპირებაა.

– რას გულისხმობთ?

– ახლავე აგიხსნით: ღორჯომის, ხულოს და მოხეს  მუფტები  არ სცნობენ აჭარის მუფტის უფლებამოსილებას და პირიქით. ამ დაპირისპირებას კი თურქეთის ნეოოსმალური ძალები აღრმავებენ და აღვივებენ.

– როგორ?

– როგორ და, – ადგილობრივი, ე. წ. მუსლიმანის მანტიას ამოფარებული არასამთავრობოების დახმარებით, რომლებსაც საკმაო ფინანსები გააჩნიათ საამისოდ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბონ. ყველაფერ ამის საბოლოო მიზანი კი ისა, რომ ნეოოსმალურმა ძალებმა მუფტებს შორის ურთიერთობა დაძაბონ და შედეგად, „საქართველოს სამუფტო სამმართველოზე“ კონტროლი დაამყარონ…

აჭარის ახლანდენი მუფტი, ქამადაძე კი იმდენად სუსტია, რომ  სალაპარაკოდაც არ ღირს…

ერთ-ერთი „გამოჩენილი“ პროთურქი ტარიელ ნაკაიძეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა კავშირს“ ხელმძღვანელობს და რომელიც პირდაპირ ფინანსდება თურქეთის ნეოოსმალური ძალებისგან. სწორედ ეს ძალაა იმაზე პასუხისმგებელი, რომ აჭარაში ფეხი მოიკიდა „ვაჰაბიზმმა“. ეს არასამთავრობო გაჭირვებული ოჯახების შვილებს თურქეთში, რელიგიურ სასწავლებლებში აგზავნის, საიდანაც უმეტესობა „ტვინგადაბრუნებულები“ ბრუნდება და სწორედ ამის გამო გვჭირს ის, რაც გვჭირს!

14371821_1199730050050494_969551449_n

 – ბატონო მერაბ, საკმაოდ სკანდაურ განცხადებებს აკეთებთ. ვინმემ პასუხი რომ მოგთხოვოთ, საამისოდ მზად ხართ?

– დიახ, ვარ! როგორც ვითარებამ გვაჩვენა, ასლან აბაშიძე მართალი ყოფილა, როცა აჭარას ე. წ. თურქეთის ემისრებს ახლოს არ აკარებდა.

სამაგიეროდ, სააკაშვილის რეჟიმმა ფართოდ გაუღო კარი პროთურქულ ძალებს. ახლანდელი ხელისუფლება კი, თითს-თითზე არ აკარებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

– ინფრმაციები, რაზეც ლაპარაკობთ, საიდან გაქვთ, ბატონო მერაბ?

– მყავს თურქი მეგობარი, რომელიც წარმოშობით ქართველი და რომელიც თავის ისტორიულ სამშობლოზე უზომოდაა შეყვარებული. ცხადია, მის გვარს ვერ დავასახელებ, მით უმეტეს, თურქეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, როდესაც მასიური დაპატიმრებები ხდება და არ მინდა, ვინაობის გამხელით პრობლემები შევუქმნა…

სწორედ მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ნეოოსმალური ძალები ფინანსურად ეხმარებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების მეშვეობით…

ეს თურქეთელ ქართველებში იმდენად გახმაურებული თემაა, რომ ცოტა არ იყოს, გაოცებული ვარ, ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობით – დავიჯერო, ამის შესახებ მათ არ სმენიათ?!.. მინდა, დავიჯერო, რომ არათუ სმენიათ, არამედ, ამ კუთხით მუშაობენ კიდეც.

ისე, ლევან ვაშალომიძის ინტერვიუც, რომელიც თურქულ გაზეთში გამოქვეყნდა და სადაც ის ამბობს, რომ „თურქები და ქართველები ერთი ხალხია“, არაა შემთხვევითი. ეს არის ხალხი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისათვის ყველაფერზე წავა და აჭარასაც სიამოვნებით დაუთმობს თურქეთს, ოღონდ გაიმარჯვოს! სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს. მისი, როგორც პარტიის ლიდერები კი, ადრე ჩადენილი დანაშაულებების გამო გასამართლდნენ!

banner
წინა სტატიაში„ოცნებური“ იაღლიში: აგიტატორებმა ზაზა ხუციშვილის პლაკატები სხვა საარჩევნო უბანში გააკრეს?!
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: წვერ-ულვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა