როგორ აჭრიან საქართველოს რუკას აფხაზეთს – ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააღელვა

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ქართველი მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ აჭრის ვინმე ჯანიბეკ კუჟევი საქართველოს რუკას აფხაზეთის ტერიტორიას. “მეგობართან მივედი სტუმრად, მას მაცივარზე საქართველოს რუკის მაგნიტი აქვს დამაგრებული. ცხადია, ვერ შევეგუე იმას, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა არ იციან სად მდებარეობს მათი ქვეყნის რეალური საზღვარი და მომიწია შესწორების გაკეთებამ. ახლა მეგობრის მაცივარზე კიდევ ერთი მაგნიტის სამაგრი გაჩნდა აფხაზეთის რუკით” – ვიდეოს ასეთი წარწერა ახლავს.
ვიდეო 2014 წლის 30 სექტემბერს არის გამოქვეყნებული.

https://youtu.be/EhxHNDK_Z2U

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი:” დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ნამდვილად , ხელფასი რომ მომიმატეს”
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია (ვიდეო)