გიორგი ქადაგიძე: გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია (ვიდეო)

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენის დაბლოკვას იმ უხერხულობას უკავშირებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შემდეგ მის გამოსვლას მოჰყვებოდა.

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა და მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას “სამწუხარო” უწოდა.

„კამპანია, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართულებით დაიწყო, დღეს აღმოჩნდა, რომ რეზერვების არგაყიდვა იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო. გამოჩნდა, რომ რეფირანსირების სესხები არ იწვევს ლარის გაუფასურებას; გამოჩნდა, რომ ფულის მასა კი არ გავზარდეთ, პირიქით, შევამცირეთ. გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია; გამოჩნდა, რომ კანონი ზედამხედველობის შესახებ მთლიანად საფუძველს მოკლებულია და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია პასუხების გაცემა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ასეთ კამპანიას ეწეოდნენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნის დათმობა არ ხდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, როგორიცაა ეკონომიკა, კურსი და ასე შემდეგ. მაგრამ, ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიქმნებოდა,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=0rJNISqzfyQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიროგორ აჭრიან საქართველოს რუკას აფხაზეთს – ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააღელვა
შემდეგი სტატია,,არ შეიძლება, თანხა იხარჯებოდეს ყველაზე, თანხა უნდა იხარჯებოდეს მათზე, ვისაც ეს სჭირდება”