მიხეილ სააკაშვილი:” დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ნამდვილად , ხელფასი რომ მომიმატეს”

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენსოდესის გუბერნატორმა,მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ხელფასის მომატებაზე კომენტარი გააკეთა, უარი თქვა სახელფასო დანამატზე და უკრაინელებს “დამნაშავის დასჯას” შეჰპირდა.
“დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ნამდვილად , ხელფასი რომ მომიმატეს. ღრმად მწამს, რომ უკრაინის ჩინოვნიკები ღირსეულ ხელფასს იმსახურებენ საკუთარი შრომისთვის, მაგრამ მე და ჩემი გუნდი ფულის გამო არ ვმუშაობთ, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო.
ეს გადაწყვეტილება ჩემს გარეშე იქნა მიღებული, მე არასდროს მივცემდი თავს უფლებას ეს გამეკეთებინა მაშინ, როცა რიგითი თანამშრომლები ისევ კაპიკებს იღებენ. მე ამ გადაწყვეტილებას არ ვღებულობ და დამნაშავეებს აუცილებლად დავსჯი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, წერს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი:”ეს არის ქვეყანა, რომელიც დაყოფილია მევალებაად და მოვალეებად”
შემდეგი სტატიაროგორ აჭრიან საქართველოს რუკას აფხაზეთს – ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააღელვა