რადიო იმედის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო იმედის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც იმედში აცხადებენ, მათი თანამშრომელი შვილისგან დაინფიცირდა.

“ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომელბთან კავშირი არ ჰქონია. რადიო იმედმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ”, – აცხადებენ იმედში.

საქართველოში დღეს, 7 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – აზერბაიჯანი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ
შემდეგი სტატიადანიაში საქართველოს ელჩი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, ბრალდება აბსურდულია