დანიაში საქართველოს ელჩი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, ბრალდება აბსურდულია

დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე “აბსურდულს და საღ აზრს მოკლებულს” უწოდებს დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრებისთვის წარგენილ ბრალდებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს დაკავებულ ივერი მელაშვილს.

ამის შესახებ მოქმედმა ელჩმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა:

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგიაძე.

banner
წინა სტატიაშირადიო იმედის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“რუკა არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს” – რას ამბობდა ივერი მელაშვილი დაკავებამდე 2 დღით ადრე