ქუთაისში ევროპული საქართველოს წევრის ავტომობილი დააზიანეს – ჩამსხვრეულია მანქანის მინები

ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, ქუთაისში მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილია დაზიანებული და ჩამსხვრეულია მანქანის მინები.

როგორც გოგსივანიძე ჰყვება, ავტომობილის დაზიანება პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო კამპანიას.

“ჩვენი აქტივისტის, მალხაზ შალამბერიძის ავტომობილია დაზიანებული. ჩაუმტვრიეს გვერდითი საქარე მინა. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა და თავის ოჯახის წევრებთან ერთა ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ამ ავტომობილით ის 21-ში თბილისშიც იყო ჩამოსული და აქციაში “დაუპიპინეს ბიძინას” მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, მის ასეთ აქტიურობას ვუკავშირებთ მანქანის დაზიანებას”,-აღნიშნავს დავით გოგსივანიძე.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მივიდა, მაგრამ ევროპული საქართველოს წევრს საქმის ობიექტურად გამოძებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.

“პოლიციამ გვითხრა, რომ რადგან ანაბეჭდებს ნამსხვრებინდან ვერ აიღებენ. ასევე, ამ ქუჩაზე არც ვიდეოთვალი სადმე დამონტაჟებული და არც რომელიმე მეზოლებს არ აქვს კამერა. როგორ აპირებენ საქმის გამოძიებას, არ ვიცით”,-თქვა დავით გოგსივანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა