“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეთა დაკავებების გამო”-მილერი

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეთა დაკავებების გამო,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

“ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე ვიტყოდი, ზოგადი კითხვის პასუხად, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. დრო ჯერ კიდევ არის, რომ კოლაბორაციულად ვიმუშაოთ საქართველოსთან, თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობას სჭირდება, რომ კურსი შეცვალოს,” – განაცხადა მილერმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ესაა დამრეკავი-დამწყები ქოცი,გიორგი შუკვანი
შემდეგი სტატია“ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით”-პრეზიდენტი “ოცნებაზე”