თავდაცვის მინისტრი SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითიპაკეტის (SNGP) მიღებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში იღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატოს წევრ დაპარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისადა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში გერმანიის ხელმძღვანელობით ნატოს ძირითადი ჯგუფის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. „საქართველოსა და ნატოს სამეთაურო სტრუქტურას შორის გაზრდილი თანამშრომლობა არისდასტური ჩვენი პრინციპისა – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, რაცკიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას,“- განაცხადათავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 2019 წელსსაქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიარსებითი პაკეტის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაცწლის ბოლოს განახლებული არსებითი პაკეტით ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ახალი,კიდევ უფრო ინტენსიური ეტაპი დაიწყება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაცუელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის იმპლემენტაცია და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობამიმოიხილა. სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოში პოლონეთისელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში 5 წლისგანმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებისანგარიშს ასახავდა.

SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელაჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისიმოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ღონისძიება „შერატონ გრანდთბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: „ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ“
შემდეგი სტატიაქუთაისში ევროპული საქართველოს წევრის ავტომობილი დააზიანეს – ჩამსხვრეულია მანქანის მინები