რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ პოლონეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზეარსებული ვითარება და აფხაზეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე დევნილი საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით და მათიუშუალო ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი, მესამე მდივანი ადამგნიაზოვსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისსაერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსიდავით გახარია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ევროპული საქართველოს წევრის ავტომობილი დააზიანეს – ჩამსხვრეულია მანქანის მინები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული