მიზანმიმართული ტერორია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინებისთვის – კლდიაშვილი

მიზანმიმართული ტერორია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინებისთვის – ამის შესახებ IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი აკეთებს.

კლდიაშვილი ტვ პირველის ტერიტორიაზე ჩასაფრებას ეხმაურება, სადაც ამ დრომდე სამართალდამცავები არ გამოჩენილან.

დაუცველობის გრძნობა გვეუფლება ყველას, როცა ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული შს არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც აირს მოქალაქეების დაცვას. როცა გაურკვეველი პირები, რომლებიც ჩასაფრებაში არიან, ამის შესახებ ინფორმაციას იღებენ თანამდებობის პირები შსს-ში, რომლებიც გამისამართებენ ოფიციალურ ნომერზე დარეკვით ტელევიზიის თანამშრომლებს და ამდენი ხანია, არავინ გამოჩენილა, ამაზე ახსნა არ არსებობს. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ტერორი ტელევიზიის თანამშრომლების დაშინებისთვის. ეს ჩასაფრებები, ცემა ადამიანების, – მაშინ ვთქვათ, რომ ორგანიზებულია ეს ყველაფერი,“ – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

112-ზე შეტყობინების შესვლის მიუხედავად, პოლიცია ტვ პირველის შენობაში არ მისულა. მყისიერი საფრთხის შესახებ შესული ინფორმაციიდან, დაახლოებით, ნახევარი საათია გასული, თუმცა საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე.

ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე – ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჯობავას სახლ-მანქანა დაუზიანეს, რომლითაც მომიტინგეებს ჩაით და ყავით ამარაგებდა
შემდეგი სტატიაარის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი – კალაძე