მარნეულში გიორგი მუმლაძეს ოთხი ადამიანი თავს დაესხა

მარნეულში გიორგი მუმლაძეს ოთხი ადამიანი თავს დაესხა.

უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან.

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან.

აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიაუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის – ზელენსკი
შემდეგი სტატია425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ ევროკავშირის ანაბანა აუხსნას – კრამონი “ქართულ ოცნებას”