ვხედავთ ძალადობას, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დარბევას, რეპრესიებს, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი – პრეზიდენტი

“ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობა ერის საწინააღმდეგო, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები, სხვა სასტიკი მეთოდებით, მაგრამ არაფერი ამას საერთო არ აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი,” – ამ სიტყვებით მიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ სტუმრებს.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ამ პროვოკაციებს არ წამოეგება და არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის.

ეს დღე განასახიერებს თავისუფლების გამარჯვებას ტირანიაზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, დამოუკიდებლობის გამარჯვებას იმპერიალიზმზე, ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებას სისტემაზე რომელიც იმონებს ადამიანებს, ეს არის კეთილის გამარჯვება ბოროტზე.
სწორედ ამიტომ ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ვართ ქართველები და ამიტომ ვართ ევროპელები და ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს.
როგორც არასდროს ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენ არ დავნებდებით, მოწოდებული ვართ, რომ დავიცვათ მოლაპარაკებები, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს და განვავითაროთ კიდევ უფრო ის.
დიახ, ამიტომ დაგეთანხმებით, რომ საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე – ერთი მხრივ, ეს არიოს ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ეს არის რუსული იმპერიალისტური წარსული.
სწორედ ამიტომ უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებას, თუ სად ხედავენ მათ მომავალს, ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი.
ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კვლავ თვითგამორკვევა.
ჩერჩილის სიტყვებია, არასდროს დანებდეთ! არასდროს დანებდეთ! არასდროს დანებდეთ!
მაგრამ ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობა ერის საწინააღმდეგო, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები, სხვა სასტიკი მეთოდებით, მაგრამ არაფერი ამას საერთო არ აქვს ევროპასთან, ეს არის სწორე ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი.
და ბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ ჩვენ, ეს არის სწორედ გამოხატულება ამ ძალადობის.

და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი, ის არ აყვება პროპვოკაციებს, ის არ მიიღებს კომპრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა, და მიყვება ევროპულ გზას – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებით, რაც იქნება და რასაც დავიცავ ბოლომნდე,” – ამბობს პრეზიდენტი.

ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავისუფალ არჩევანს ვირჩევთ. ჩვენ გვწამს იმ ერთობის, რომელიც მოწოდებულია, წინ აღუდგეს ბოროტებასა და ომს და დაიცვას მშვიდობა. ჩვენ გვჯერა დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის, ჰუმანურობის და იმ სიკეთის, რასაც საკუთარი იდენტობის დაცვა და გაძლიერება ნიშნავს. ამ ყველა მიზეზის გამო, ჩვენ საკუთარ თავებს ვაიდენტიფიცირებთ, ქართველებად და შესაბამისად, ევროპელებად, ვიზიარებთ პროევროპულ ღირებულებებს. დღეს, როგორც არასდროს, როგორც თავისუფალი ხალხი, მზად ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ის მოლაპარაკებები, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეხება, განვავითაროთ ეს გზა.

ქალბატონი ფონ დერ ლაიენი მართალია, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა – ერთი მხრივ დგას ევროპული მომავალი, ხოლო მეორე მხრივ რუსული იმპერიალისტური წარსული. ხალხის უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება, ნათლად აცხადებს, თუ სად ხედავენ თავიანთ მომავალს, ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპა. ეს არის გზა, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული საზოგადოება მიუყვება – თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კიდევ ერთხელ, თვითგამორკვევა.

თუ სწორედ მახსოვს, ჩერჩილის სიტყვებია – არასოდეს დანებდეთ! არასოდეს დანებდეთ! არასოდეს დანებდეთ!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბატონი “ელჩყოფილისთვის” რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია” – წილოსანი ჯავახიშვილზე
შემდეგი სტატიაანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას „ოქროს სია“