ქართველმა ქალბატონმა თურქეთში 83 წლის მოხუცი მოკლა

თურქეთში ქართველმა ქალბატონმა, რომელიც მომვლელად მუშაობდა 83 წლის ქალბატონი მოკლა. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი სავარაუდო ეჭვმიტანილმა გაიტაცა ძვირფასეულობა და გაიქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ქართველი ქალბატონი ავტობუსში ქალაქ ქირკალეში დააკავა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნული ინფორმაცია “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო თანამდებობები მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი