არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო თანამდებობები მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს არ გეტყვით კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუ ვინ უხელძღვანელებს კომიტეტებს. დღეს ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. არაუგვიანეს ამ კვირის განმავლობაში გახდება ეს ცნობილი. მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ამომწურავ კომენტარს გააკეთებს. მან თქვა, რომ ძალოვან ბლოკში არანაირი ცვლილებები არ მოხდება. სხვა კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე, ვერ გეტყით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

შეხვედრაზე მთავრობის დაკომპლექტებისა და მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ქალბატონმა თურქეთში 83 წლის მოხუცი მოკლა
შემდეგი სტატია“პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ხალხის ნებას არ გამოხატავს”- ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს