პუტინის მხარდამჭერ კლიპში ქეთა თოფურიაც მონაწილეობს (ვიდეო)

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტისა და 18 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის მხრდასაჭერად, რუსული ესტრადის ცნობილმა ვარსკვლავებმა ახალი მუსიკალური კლიპი ,,პუტინის მოძრაობის ჰიმნი,, ჩაწერეს, რომელსაც სახელად ,,გზამკვლევი ვარსკვლავი,, (Путеводная звезда) ჰქვია.
ვიდეოკლიპში, რამდენიმე პოეტის მიერ შექმნილ ლექსზე დაწერილი მუსიკის ავტორები ანდრეი შირმანი და ვლადიმერ ჩინიაევი გახლავთ, ხოლო სიმღერას, ანდრეი შირმანი, გრიგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ვიქტორია დაინეკო, პოლინა გაგარინა, ალექსანდრ პანაიტოვი, ნიუშა, ტიმატი და ჯგუფ ,,ა სტუდიოდან,, ქეთა თოფურია ასრულებენ.
როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია და ბლოგერები აცხადებენ, კლიპში მონაწილე მომღერლები პუტინის გარემოცვამ საგანგებოდ შეარჩია და მათ სოლიდური ანაზღაურებაც მიიღეს.

 

banner
წინა სტატიაშილე პენმა ევროპარლამენტს 320 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში?