გია ხუხაშვილი: რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში?

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში? ყველაზე უვნებელი -საკლუბო ცხოვრება, მერე პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი და ყველაფერი ამის თანმდევი, მსუბუქი ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარება. ამ მიმართულებით პროტექციონისტული პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაულის, ანუ მაფიის დაკვეთა. ამას გარდა, ამ მიმართულებით გააქტიურება ავტომატურად იწვევს სამართალდამცავი სისტემის ძალისხმევის გაორმაგებას ღამის საათებში. პატრული წელში გაწყდება, კრიმ.პოლის ხელმრუდი ნაწილი საშოვარზე გამოვა. მოკლედ მხიარული ღამის ცხოვრება გველოდება.
ღამის აქტიური ცხოვრება(არა ჩრდილოვანი) ისევე როგორც ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სფერო მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპებით ყალიბდება და არა მერიის პროგრამებით. მაგალითად, თუ სუპერმარკეტზე ღამე არის მოთხოვნილება, ის 24 საათი მუშაობს დღესაც და ა.შ. ასე, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს, ასე მგონია“-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გია ხუხაშვილი.

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მხარდამჭერ კლიპში ქეთა თოფურიაც მონაწილეობს (ვიდეო)
შემდეგი სტატიავენის ცენტრში მამაკაცი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა