ლე პენმა ევროპარლამენტს 320 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მემარჯვენე ექსტრემისტმა, საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა ჟან-მარი ლე პენმა და ბრუნო გოლნიშმა ევროპარლამენტს ასობით ათასი ევრო უნდა გადაუხადონ.

მოსამართლეებმა გამოიტანეს განაჩენი, რომ ევროპარლამენტის მოთხოვნა ლე პენმა გადაიხადოს 320 ათასი ევრო და გილნიშმა დაახლოებით 276 ათასი ევრო, რომლებიც მათ თითქოსდა თავიანთი თანაშემწეების მომსახურებაში გადაიხადეს, კანონიერია. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დეპუტატებს უნდა წარედგინათ იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ფული ნამდვილად მათ ასისტენტებს ერიცხებოდათ, რაც მათ არ გააკეთეს.
სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო 2016 წელსაც, თუმცა ლე პენმა და გოლნიშმა ის გაასაჩივრეს.
ანალოგიური ბრალდება ქონდა წაყენებული მარინ ლე პენს. ევროპარლამენტის ადმინისტრაციამ მას 298 ათასი ევროს დაბრუნება მოსთხოვა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სამედიცინო დაზღვევის შესახებ კანონის რატიფიცირება მოხდა
შემდეგი სტატიაპუტინის მხარდამჭერ კლიპში ქეთა თოფურიაც მონაწილეობს (ვიდეო)