პუტინის მისაღებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მილიონი ხელმოწერა გადასცეს

მოძრაობა “დროის არსის” აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მილიონზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა გადასცეს, რომლებიც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ არიან. ხელმოწერის გადასაცემად, დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა – “დოიჩე ველე” წერს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმოწერები რუსეთის 60 რეგიონში ათასობით აქტივისტმა შეაგროვა ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ინტერნეტით, ტელეფონით. საპენსიო რეფორმის გაუქმების გარდა, ხელმომწერები პუტინს სთხოვენ მოქმედი მინისტრთა კაბინეტი დაითხოვოს და სახალხო ნდობის მქონე მთავრობა შეკრიბოს.
დღესვე დუმამ წინასაპენსიო ასაკში მყოფი პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ კანონი მიიღო.

banner
წინა სტატიაში“როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა” – პაატა ბურჭულაძე
შემდეგი სტატიამე ამაზე არ გავჩერდები, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა მივა ამერიკის სენატამდე, ევროპარლამენტში – პაატა ბურჭულაძე