“როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა” – პაატა ბურჭულაძე

„როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა,“ – ეს განცხადება საოპერო მომღერალმა, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ, პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან, დაკავშირებით გააკეთა.

პაატა ბურჭულაძე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი.

„არ ხარ დაბადებული, არ ხარ გაზრდილი, სოფელში არ ხარ ნამყოფი. არ იცი, რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა საქართველოს პრეზიდენტობა? დასცინი ამდენ ხალხს?“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობის პერიოდს იხსენებს.

2015 წელს სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა ფონდ იავნანას, რომელიც ბურჭულაძეს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს კარტბლანში ჰქონდა. ზურაბიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ფონდში შესაძლოა, ფულის გათეთრება ხდებოდა.

„საერთოდ ცოტა ძნელია, სერიოზულად ილაპარაკო ამ ქალბატონზე იმიტომ, რომ მე მახსოვს, როდესაც მე შევქმენი პარტია სახელმწიფო ხალხისთვის, მანამდე ის ასეთ განცხადებებს, ოღონდ პიროვნულად ჩემზე სულ ავრცელებდა Facebook-ში და სულ უნდოდა, რომ მე მეპასუხა. მე არ ვაქცევდი ყურადღებას,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, პარტიის შექმნის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მას ხალხი მიუგზავნა, რომ მასთან პარტიაში ყოფნა უნდოდა, თუმცა, ბურჭულაძემ არ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიისინი არიან მავნებლები-მათ აქვთ დიდი უნარი, რომ იყვნენ მავნებლები
შემდეგი სტატიაპუტინის მისაღებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მილიონი ხელმოწერა გადასცეს