პუტინის ალოგიკურობამ მსოფლიო მედია განაცვიფრა

დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია რუსეთის პრეზიდენეტის მიერ ამერიკული NBC-სთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ვლადიმერ პუტინმა, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით დადანაშაულებული რუსეთის მოქალაქეები, ამერიკელებზე მომუშავეებად დაასახელა.
,,თქვენ მე მისახელებთ რაღაც სახელებს.. ესენი ვიღაც ფიზიკური პირები არიან, რომლებიც შესაძლებელია რუსები არიან, მაგრამ მუშაობდნენ ამერიკულ კომპანიებზე და შესაძლებელია ზოგიერთ ამერიკელ კანდიდატზეც. რაღაც სახელები ამოტივტივდნენ… მერე რა? ასეთივე წარმატებით შესაძლებელია მათ ადგილზე ამერიკელებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც აქ ზიან და ერევიან თქვენს პოლიტიკურ პროცესებში,, განაცხადა პუტინმა იმ 13 კაციან სიაზე საუბრისას, რომელიც 16 თებერვალს მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა და რომელთაც ბრალი ედებათ ამერიკულ არჩევნებში ზეგავლენის მოხდენაზე. სიაში არის პუტინის მეგობარი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიც, რომელსაც სანკტ-პეტერბურგში ინტერნეტ კვლევების სააგენტო გააჩნია, რომელსაც ჰაკერების ბუდედ მიიჩნევენ.
მთავარი ალოგიკურობა პუტინის პასუხებსა და ქმედებებში, იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად მის მიერ მიულერის სიაში დასახელებული რუსი ფიზიკური პირების აშშ-ს სტრუქტურებზე მომუშავეებად გამოცხადებისა, მისივე განცხადებით, ის არ აპირებს არც ერთი ბრალდებული რუსის გადაცემას ამერიკული მართლმსაჯულებისთვის… ისევე, როგორც არც მისი ხელისუფლება არ აპირებს მათთვის ბრალის წაყენებას ზემოხსენებულ დანაშაულის გამო.

banner
წინა სტატიაშისკრიპალის საქმე რუსულ მედიაში: ეს მოღალატეებისთვის გაფრთხილებაა
შემდეგი სტატიამამუკა ჩოჩიას მძარცველებმა თიბისი ფეის 200.000 ლარი წაართვეს