სკრიპალის საქმე რუსულ მედიაში: ეს მოღალატეებისთვის გაფრთხილებაა

რამდენიმე დღის მანძილზე რუსული მედია რუსეთის უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლის საქმეზე დუმილს ინარჩუნებდა, თუმცაღა, წუხელ პირველი კომენტარები გამოჩნდა – “ბიბისი” წერს.
“პირველ არხზე” პროგრამა “ვრემიას” წამყვანის კირილ კლეიმანოვის კომენტარი ყველა იმათ წინააღმდეგ მუქარას გავდა, ვინც ბრიტანეთის აგენტად ყოფნას გადაწყვეტს – გამოცემა წერს და წამყვანის კომენტარიდან ციტატა მოყავს: “მე არავის ვუსურვებ სიკვდილს. მაგრამ პედაგოგიური მიზნებისათვის გამონაკლისის სახით, მათთვის, ვინც მსგავს კარიერაზე ოცნებობს, მინდოდა გაფრთხილებით გამოვსულიყავი… მოღალატის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ პროფესიათაგანია. სტატისტიკით, ნარკოკურიერზე საშიშია და ძალიან იშვიათად თუ ქონიათ მშვიდი ცხოვრება და დაფასებული ჭაღარა მოღალატეებს … ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, სტრესი, მძიმე ნერვიული აშლილობა და დეპრესია – მოღალატის გარდაუვალი ავადმყოფობაა” – თქვა ტელეწამყვანმა და “სამშობლოს მოღალატეებს”, ანუ, მათ, “ვინც სამუშაოდან თავისუფალი დროის მანძილზე უბრალოდ, ვერ იტანენ საკუთარ ქვეყანას”, კიდევ ერთი რჩევა მისცა – “სამომავლოდ, საცხოვრებლად არ აირჩიოთ ინგლისი. იქ რაღაც ისე ვერ არის”, შეიძლება, კლიმატი. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური მოვლენები ხდება მძიმე დასასრულით – ადამიანები თავს იხრჩობენ, იწამლებიან, ვეტმფრენები ვარდება და ფანჯრებიდან ხტებიან სამეწარმეო მასშტაბით” – ირონიულად თქვა კლეიმანოვმა. მისი კომენტარი სხვა არხების წამყვანების კომენტარებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ დანარჩენები რუსეთის მიმართ ბრალდებას უარყოფდნენ. მაგალითად, “გაზპრომ-მედიას” წევრი “ენტევე”, რომლის წამყვანმაც განაცხადა, რომ დასავლეთის მედია რუსეთს სკრიპალის მოწამვლაში სდებს ბრალს ისე, რომ მათ არანაირი მტკიცებულებები არა აქვთ, მათ შორის, ექსპერტების დასკვნები. ტელეკომპანიის ლონდონის კორესპონდენტმა ლიზა გერსონმა თავის სიუჟეტში პორტონ-დაუნის ქიმიური ლაბორატორიაც ახსენა და თქვა, რომ იქ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიურ ცდებს ატარებდნენ. მან, ასევე ირონიით მოიხსენია ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი – “შეხედულებისა და არაპროგნოზირებადი გამოხტომების გამო ჯონსონს ეძახიან მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ ბავშვს” – თქვა გერსონმა.
“რასია-1”-ზე, პროგრამა “ვესტის” წარმყვანმა კი განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობას გამოძიებაში რუსეთისთვის დახმარებაც არ უთხოვია, ამის მიუხედავად, მათ “მომხდარში რუსული კვალი უკვე აღმოაჩინეს”.

“დოჟდი”, “ეხო მასკვი”, “რასია 24”, რომელთაც შედარებით მცირერიცხოვანი აუდიტორია ყავს, ვიდრე სახელმწიფო არხებს, აცხადებდნენ, რომ ბრიტანეთი ანტირუსულ ისტერიას აგრძელებს – წერს “ბიბისი”.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან მდებარე პატარა ქალაქში მოწამლულები იპოვეს. შემთხვევა 4 მარტს მოხდა. ისინი დღემდე კომაში იმყოფებიან.

გუშინ ბრიტანეთის პარალმენტის დეპუტატებმა ქვეყნის შს მინსიტრ ამბერ რადის, რომელმაც საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომა ჩაატარა რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, მიმართეს საგულდაგულოდ გამოიძოს ბრიტანეთში მომხდარი 14 მოულოდნელი ან საეჭვო შემთხვევა, რომლის შემდეგადაც სიკვდილი დადგა.
შინაგან საქმეების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივეტ კუპერმა შს მინისტრს მიმართა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს დაავალოს 14 სიკვდილის გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის პოლიციას საეჭვოდ არ ჩაუთვლია, მაგრამ აშშ თვლის, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება.
გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობლები იყვნენ. ლიტვინენკოც 2006 წელს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

მიმართვაში 14 დასახელებულ შემთხვევებს შორის ნახსენებია ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.
“ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვიული ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლამდე მას რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, 1995-2001 წლებში რუსულ არხებზე ОРТ და ТВ-6 ხელმძღვანელ თანამდებობეზე იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია აეროფლოტის გენერალური დირექტორის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა. პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს – ამ დროს ის უკვე საქართველოში იყო, რუსეთი საქართველოსგან მის გადაცემას მოითხოვდა. 2008 წლის იანვარში ბიზნესმენი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილზე გავიდა. იმავე წლის თებერვალში გულის შეტევით საკუთარ სახლში, ლონდონში გარდაიცვალა” – წერდა გუშინ “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ: ირანი რეგიონის ტერორისტია
შემდეგი სტატიაპუტინის ალოგიკურობამ მსოფლიო მედია განაცვიფრა