მამუკა ჩოჩიას მძარცველებმა თიბისი ფეის 200.000 ლარი წაართვეს

შეირაღებული თავდასხმა თიბისი ფეის ინკასატორზე – წაღებულია 200 ათასი ლარი. ორი ნიღბიანი აბაშაში მამუკა ჩოჩიას ოჯახს თავს ღამით დაესხა და სამეგრელოს შვიდი რაიონის სწრაფი გადახდის აპარატებიდან ამოღებული მთელი თანხა წაიღო.

ფული ბანკის რეგიონალური მენეჯერის სახლში ინახებოდა. ჩოჩიების ოჯახში ყვებიან, რომ ინკასატორმა დღის ბოლოს ათობით ათასი ლარის, ევროსა და დოლარის ბანკის საცავში შეტანა ვერ შეძლო, რადგან უქმე დღეები დაემთხვა და ფული სახლში წაიღო.

ლელა ჭანტურიას თქმით, საცხოვრებელ სახლში ნაღდი ფულის არსებობის შესახებ თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.

„ფული გვინდაო. ჩვენ ყველაფერი ვიცითო და დაიწყეს ოთახებში სირბილი. გამოიტანეს, დაჩეხეს, ნაჭრის ჩანთებში იყო ფული მოთავსებული, ჩატენეს ტომრებში, რომ გადიოდნენ, არ იკივლოთო. თქვენთვის უარესიაო, ჩვენ უკან დავბრუნდებით და კარგი რაღაც არ მოხდებაო. გაიტანეს ტომრები, გააღეს კარი, მანქანით ელოდებოდნენ და გავარდნენ,“- განაცხადა ლელა ჭანტურიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ალოგიკურობამ მსოფლიო მედია განაცვიფრა
შემდეგი სტატიაჟენევის ავტოსალონი 2018: ავტოინდუსტრიის მომავალი და ნოსტალგია