პუტინი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებების პირობას დებს

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ ბომბდამშენ სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტი ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში სერიოზულ შედეგს გამოიღებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა იორდანიის პრინც აბდალა II-სთან შეხვედრისას გააკეთა.

“ჩვენ არასდროს მოვითმენთ მოხდეს ისეთი დანაშაული, როგორიც დღეს” – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ სირიის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ზურგში დარტყმაა, რომელიც ტერორისტების მხარდამჭერებმა განახორციელეს.

“არ ვიცი ვის უნდოდა ეს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა” – აღნიშნა მან და დაამატა, რომ რუსეთისთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი ქვეყანა იყო. პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსული გამანადგურებელი თურქეთის სამხედრო საავიაციო თვითმფრინავის მიერ იქნა ჩამოგდებული. თურქული მხარის განცხადებით, რუსული ავიაგამანადგურებელი სირია-თურქეთის საზღვრის დარღვევის გამო, ათი გაფრთხილების შემდეგ იქნა ჩამოგდებული.

banner
წინა სტატიაშინატო რუსული მოიერიშის ჩამოგდების გამო საგანგებო შეკრებას გეგმავს
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა