ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი საქართველოში ლატვიის ელჩთან და სხვა დიპლომატებთან ერთად კონფლიქტის ზონაში ჩავიდა.

ედგარს რინკევიჩსი სოფელ დიცში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

რინკევიჩსის განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია და ლითონის ბადეები და მავთულხლართები ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნის. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელ დიცში ლატვიის საელჩოს დახმარებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერა.

საქართველოში ლატვიის ელჩის, ელიტა გაველეს განცხადებით, მათ დიცის საბავშვო ბაღს რამდენჯერმე აღმოუჩინეს დახმარება. აღნიშნული საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციობდა. ელჩის თქმით, საბავშვო ბაღის დახმარებას კვლავ გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებების პირობას დებს
შემდეგი სტატიადუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ