ნატო რუსული მოიერიშის ჩამოგდების გამო საგანგებო შეკრებას გეგმავს

ნატო მალე ტექნიკის რუმინეთში განთავსების საკითხს გადაწყვეტს

სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების საკითხზე დღეს ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
როგორც “ფრანს პრესი” იტყობინება, ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე ჩატარდება.

არსებული ინფორმაციით, თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სუ-24-ის ჩამოგდებას „ზურგში დარტყმა“ უწოდა
შემდეგი სტატიაპუტინი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებების პირობას დებს