“პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდი დარჩება”

“შემოდგომის სეზონზე შემთხვევათა ზრდა ფიქსირდება და ეს მოსალოდნელიც იყო ყველა რეგიონში. პროგნოზების მიხედვით, ეს ზრდა კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე ყურადღების მიქცევა მთავარია.

ჩვენ ყოველთვის ვასახელებთ პრევენციული ღოისძიებებიდან 5 მთავარ ღონისძიებას, ამიტომ მოსახლეობა განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა იყოს, რომ ვატაროთ ყველამ პირბადე უკვე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერდება. ეს გახავთ ყველაზე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი კორონავირუსული ინფექციის პრევენციის.

მეორე მთავარი პრევენციული ღონისძიება არის დისტანცია. საუკეთესოა მეტრნახევარი, ორი მეტრი…

მესამე მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესრიგის დაცვა…

შემდეგი გახლავთ ყველა შეკრების და ეს შეკრება უნდა იყოს ძალიან შეზღუდული, 6-10 ადამიანი, უფრო ხშირად გარეთ, ვიდრე შინ და დახურულ სივრცეებში…

მეხუთე და მთავარი რეკომენდაცია გახლავთ თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სადღესასწაულო თუ სხვა სარიტუალო, რადგან ეპიდაფეთქებების ერთერთი მთავარი წყარო გალავთ ის, როცა ადამიანები იკრიბებიან და არის დიდი თავშეყრები. ”-ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა CSR –ის ახალი ვებგვერდი და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ეუთო/ოდირი პირდაპირ არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის გაყალბება