ბოკუჩავა – ეუთო/ოდირი პირდაპირ არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის გაყალბება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა ჯერ მხოლოდ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. თუმცა, მისივე თქმით, დასკვნაში ოდირმა ძალიან მკაცრი და ხისტი ტერმინოლოგია გამოიყენა. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ დასკვნა მეტად გამკაცრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო წინასწარი დასკვნა. დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა კიდევ უფრო გამკცარდება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი და ხისტი ტერმინოლოგია გამოიყენა ოდირმა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის გაყალბება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის მხირდან, რომელიც არის სრულ კოორდინაციაში, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ძალიან მტკიცე შეფასებაა, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას.

„ჩვენ, ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას გვაქვს ჩვენი ძალიან მტკიცე და მყარი შეფასება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, ის არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციათ. რაც შეეხება მეორე ტურებს, ამაზე უახლოეს პერიოდში გაცნობებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში“პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდი დარჩება”
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც”