ფრანგულ სკოლაში პროტესტის ნიშნად 15 ცხვარი ჩარიცხეს

ფრანგმა ფერმერმა 15 ცხვარი ჩარიცხა ადგილობრივ სკოლაში მას შემდეგ, რაც სოფლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსწავლეების სიმცირის გამო კლასს ხურავს. მათ სკოლის ხელმძღვანელობა გააფრთხილეს, რომ ახალ სასწავლო წელს თერთმეტი კლასის ნაცვლად ათი კლასი იქნება, რადგანაც მოსწავლეების რაოდენობა 266-დან 261-მდე შემცირდა.
კრეტ-ენ-ბელდონის მკვიდრმა მიშელ ჟირმა პროტერსის ნიშნად სიმბოლურად ცხვრები გააფორმა მოსწავლეებად.
ჟირი საკუთარი 50 ცხვრით სკოლის სპეციალურ ცერემონიაზე გამოცხადდა, სადაც დაახლოებით 200 მასწავლებელი და მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ღონისძიების მანძილზე ადგილობრ მერს ცხვრების დაბადების მოწმობები გადასცეს. მერმა სკოლის ინტერესები დაიცვა და თქვა, რომ ის ცხოველებს ოფიციალურად შეიყვანს მოსწავლეების სიაში, რომ კლასი არ დაიხუროს -წერს  “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენების თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს